გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას - აშშ-ის ჰელსინკის კომისიაც განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ეს ევროპული გზის თვითსაბოტაჟია. "ეს კანონპროექტი რუსული კანონითაა შთაგონებული და მისი ანალოგია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახლა ინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობების მიღების მცდელობების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ "ქართული ოცნება" კვლავ მიდის ამ გზაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად," - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.