ახალი დეტალები ''კროკუს სითი ჰოლში'' მომხდარი ტერაქტის შესახებ

05 აპრილი 2024, 13:08 475 ნახვა

რუსეთში „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ ტერაქტში მონაწილე პირის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ფოტო, რომელზეც ფორმიანი პირები უკრაინის დროშით ხელში ფიქსირდებიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, რომელსაც საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს, ეს ფოტო მასალა შესაძლოა ჩადენილი ტერორისტული აქტისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის კავშირზე მიუთითებდეს.

კომიტეტის ცნობით, ტერაქტის ორგანიზებასა და დაფინანსებაში უკრაინის სპეცსამსახურების და ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობა მოწმდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი