კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები უკვე გაემგზავრნენ საფრანგეთში, სადაც საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებენ. ეროვნულ გუნდს ოთხი ბათუმელი სპორტსმენი წარადგენს. საფრანგეთში მინდია მგელაძე, დავით მსხალაძე, დათა ფუტკარაძე და ლაშა შანთაძე წარადგენენ.
დაბრუნებულები კი ბათუმში ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც მაისში ვალენსიაში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები, რომელსაც 2025 წელს იაპონია უმასპინძლებს.