ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის - ბერბოკი

04 აპრილი 2024, 13:08 480 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალიანსის 75 წლისთავის იუბილეზე თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ პროვოკაციებს, რომლებიც გაიზარდა ბოლო თვეებში, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან მიმართებაში. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ახლა ერთად დავდგეთ ამ თავისუფლებისთვის და ნათლად განვაცხადოთ: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის.” ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ალიანსის 75 წლის იუბილის აღსანიშნავად შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გააძლიერებენ.

ბრიუსელში შეხვედრის მეორე დღეს მინისტრები აღნიშნავენ ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების გაფორმებით  ტრანსატლანტიკური პოლიტიკური და სამხედრო ალიანსის შექმნას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში