საკონსტიტუციო სარჩელი

04 აპრილი 2024, 13:40 447 ნახვა

გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის  წინააღმდეგ- მოქალაქე აცხადებს, რომ  სახელმწიფო სამსახურში ანუ  საგანმანათლებლო  დაწესებულების მანდატურის სამსახურის იურისტად მუშაობის არანაკლებ    ხუთწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე უმაღლესი იურიდიული განათლება და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაც ჩაბარებული აქვს, მაგრამ  მიუხედავად ამისა, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის II თავის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ფორმულირების გათვალისწინებით, ეკრძალება ნოტარიუსის პოზიციაზე მუშაობისთვის კონკურსში მონაწილეობა და მის მიმართ იქმნება  უთანასწორო გარემოება, რადგანაც  მანდატურის სამსახურში იურისტად  მუშაობის  გამოცდილება მას არ ჩაეთვალა  საჯარო  მოხელედ   მუშაობის გამოცდილებად.

ასეთ შემთხვევაში  მას ალტერნატიული გზა,  ათთვიანი  სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვს.  საკონსტიტუციო სასამართლოში  დღეს  საკითხის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი