ევროკავშირი - კანონპროექტის ხელახლა შემოტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

04 აპრილი 2024, 12:04 470 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა. მასში აღნიშნულია, რომ პარლამენტში კანონპროექტის ხელახლა წარდგენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა.

ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი პირველი მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობას მიაჩნია, რომ გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი