მონიტორინგი სკოლებში

03 აპრილი 2024, 14:11 591 ნახვა

ბათუმის საჯარო სკოლებში  სანიტარულ-ჰიგიენრული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.  მონიტორინგის ფარგლებში საკლასო ოთახებსა და კვების ბლოკში სანიტარულ-ჰიგინურ მდგომარეობას შეისწავლიან, კვების ბლოკში სისუფთავის ხარისხზე საანალიზო ნიმუშების აღება განხორციელდება, საკლასო ოთახებში კი სპეციალური აპარატით განათების კოეფიციენტი დადგინდება.  

წლის განმავლობაში 26 საჯარო და  16 კერძო სკოლა უნდა შემოწმდეს, ხოლო  კვლევები წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს, კანონდარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია ფიზიკურ პირზე 50, ხოლო იურიდიულ პირზე 100 ლარითა განსაზღვრული.   

სკოლების შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების  ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი