ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების შეძენა 15 აპრილიდან დაიწყება

03 აპრილი 2024, 13:48 479 ნახვა

გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას 15 აპრილიდან შეძლებენ, - ინფორმაციას სფფ-ს ავრცელებს.

„უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ“, - წერია განცხადებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე http://euro2024.com/tickets

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო პირველ შეხვედრას დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში