თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში პროქურთული პარტიიდან მერის გადაყენებას პროტესტი მოჰყვა

03 აპრილი 2024, 08:51 484 ნახვა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მასობრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც   თურქეთის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა პროქურთული პარტიის ახლად არჩეულ მერს თანამდებობის დაკავებაში. აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ბატმანის პროვინციაში ქუჩებში გამოსულმა ასობით ადამიანმა გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში პროქურთული პარტიის მერობის კანდიდატი პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი პარტიის კანდიდატით უნდა ჩანაცვლებულიყო.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში