კიდევ ერთი აუტისტური სპექტრის მატარებელი დასაქმდა 

02 აპრილი 2024, 18:01 733 ნახვა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრში. ცენტრის ბენეფიციარებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები შეხვდნენ და  სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ისაუბრეს საზოგადოებაში არსებულ სტიგმებზე და მათი დაძლევის აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ დღესვე აუტისტური სპექტრის მქონე ერთი პირი ოფიციალურად დასაქმდა ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრში. შეხვედრაზე სწორედ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეეხო საუბარი, კერძოდ იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დასაქმება და მათი განსაკუთრებული უნარების სწორად გამოყენება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში