სვანეთში დაკარგული ორივე ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს

26 ივლისი 2024, 14:19 135 ნახვა

სვანეთში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ისინი ცოცხლები და უვნებლები არიან. რამდენიმე დღის წინ დაკარგულმა გოგიტა ფარჯიანმა, დაბრუნების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

დაბრუნებულები ამბობენ, რომ გზად დათვი შეხვდათ, რის შემდეგადაც აერიათ გზა. მისი  თქმით, ამ დღეების განმავლობაში არავითარი სირთულე არ შექმნიათ.

ცნობისთვის, დაკარგული ორი პირი ზემოდან  ქვემო სვანეთის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკით გადაადგილდებოდნენ. ისინი სატელეფონო კავშირზე, ბოლოს 22 ივლის გამოვიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში