შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება

26 ივლისი 2024, 15:01 120 ნახვა

ივლისის ბოლო კვირა ბათუმის კორტებზე ტრადიციულად ჯაზს დაეთმობა.  დღეიდან 28 ივლისის ჩათვლით, ცნობილი „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ჩატარდება.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა აერთიანებს ისეთ ცნობილ ბენდებსა და შემსრულებლებს, როგორებიც არიან ფილიპ ლასიტერი, ჯოჯო მაიერი და The Jacksons-ი.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ ბილეთები სრულად გაყიდულია, ჯაზმატარებელი დედაქალაქიდან უკვე გამოემგზავრა, გზად კი მგზავრებს სხვა და სხვა პრიზი და სახალისო აქტივობა შესთავაზეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში