ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა 

02 აპრილი 2024, 08:11 243 ნახვა

ვირტუს ბოლონიამ, რომელიც იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობისთვის იბრძვის, საკუთარ მოედანზე პისტოიასთან მნიშვნელოვან შეხვედრაში 93:100 წააგო. ქართველი კალათბურთელი გასულ ტურში მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიცირებული იყო და პისტოიასთან მატჩში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, თუმცა ვირტუსმა „ლიგაბასკეტს“ შენგელიას დისკვალიფიკაციის მოხსნის მოთხოვნით მიმართა და სანაცვლოდ 3 ათასი ევრო გადაიხადა.

თორნიკემ პარკეტზე 15 წუთი გაატარა და ამ დროში 3 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. შენგელიას გუნდი პისტოიასთან განცდილი მარცხის შემდეგ პირველი პოზიციიდან მეოთხეზე დაქვეითდა.

ვირტუსს 25 ტურის შემდეგ 17 მოგება და 8 მარცხი აქვს. იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსი 7 აპრილს,სტუმრად ვენეციას შეხვდება, მანამდე კი, 5 აპრილს, ევროლიგის შეხვედრაში მილანში ოლიმპიას ესტუმრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში