ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე დასრულდა საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ხელბურთში „შავი ზღვის თასი 2024“. ტურნირს ჩვენმა ქალაქმა უკვე მეორედ უმასპინძლა.
შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის გუნდებთან ერთად ხელბურთელები სომხეთიდანაც მონაწილეობდნენ. დღეს გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები.
როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ბათუმის გუნდებმა გაიმარჯვეს. გოგონებმა ფინალში ყვარელის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს, მესამე ადგილზე ფოთის გუნდი გავიდა.
ვაჟთა შორის ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ ფინალში „ქუთაისს“ მოუგეს. მესამე ადგილზე წყალტუბო გავიდა. ტურნირი ხელბურთის კლუბ „ბათუმის'' ორგანიზებით ჩატარდა.