მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში იარაღის საწყობები გაანადგურეს - ისრაელის თავდაცვის ძალები

02 აპრილი 2024, 10:19 295 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ღაზის სექტორში 25-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის იარაღის საწყობებს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სამხრეთით მდებარე ხან-იუნისში ბრძოლა გრძელდება და „კომანდოს“ ბრიგადის ჯარებმა ქალაქში, გასული დღის განმავლობაში, რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, ხან-იუნისის გარეუბანში, ალ-კარარაში, კიდევ რამდენიმე ტერორისტი გაანადგურეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საფუძვლიანი მსჯელობა მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე  იმ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების დასადგენად, რომლის შედეგად ღაზაში მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს თანამშრომლები დაიღუპნენ.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებს ფართო ძალისხმევას ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად და მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო ცენტრალურ სამზარეულოსთან  ღაზის მოსახლეობისთვის საკვების  მიწოდების ხელშესაწყობად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში