უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 71 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინას გენშტაბი

02 აპრილი 2024, 10:06 240 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 71 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 8 სარაკეტო და 93 საჰაერო დარტყმა, 126 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას შაჰედის ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 9 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.

გასულ ღამეს აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის ოლქში. კრივოი-როგზე თავდასხმისას დაშავდა ერთი ქალი.

რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ცენტრალურ ნაწილზე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, არიან დაშავებულები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში