თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქურთმა მოსახლეობამ პოლიტიკაში დაბრუნება იზეიმა

01 აპრილი 2024, 08:45 392 ნახვა

ზეიმით შეხვდნენ არჩევნების წინასწარ  შედეგებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ დიარბაკირში მცხოვრები  ქურთები. პროქურთულმა  თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიამ კვირის არჩევნებში  მოახერხა რეგიონის მასშტაბით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სათავეში  დაბრუნება.

2015 წლის სამშვიდობო  პროცესის კრახის  შემდეგ ერდოღანის მთავრობამ პროქურთული პარტიების დევნა დაიწყო, რათა ბოლო მოეღო უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე აჯანყებისთვის.

ერდოღანის მთავრობამ  წინა არჩევნების შემდეგ ათასობით მისი თანამოაზრე  დააპატიმრა და მისი მერები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში