ბელგიაში 2 კმ-იანი მაგიდა მუსლიმებისა და ქრისტიანების გასაერთიანებლად გაიშალა  

01 აპრილი 2024, 08:01 461 ნახვა

ანტვერპენის ათასობით მკვიდრი შეიკრიბა ბორგჰაუტის რაიონში მაჰმადიანური იფტარისა და ქრისტიანული აღდგომის აღსაღნიშნავად. ტრაპეზი შედგა 2 კილომეტრიან სუფრასთან. ქალაქის მერის თქმით,   ადამიანების გაერთიანების საუკეთესო გზა მათი სუფრასთან თავმოყრაა.

ღონისძიება სახელწოდებით „2 კმ ერთად მაგიდასთან“, ეს იყო მეორე ასეთი მასშტაბური ვახშამი.

გასულ წელს დაახლოებით 2 ათას 500 ადამიანი იჯდა ერთ კილომეტრი  სიგრძის მაგიდასთან,  წელს კი მაგიდის სიგრძე  გააორმაგეს და მასპინძლობდა 7 ათასამდე ადამიანს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში