აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით, ბოლო დროს ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო დანადგარების კონცენტრაცია და სომხეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება შეინიშნება.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიულმა რიტორიკამ მაღალ დონეს მიაღწია, ასევე გაიზარდა ისეთი ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც სიტუაციის გამწვავებას ცდილობს. თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს სომხური მხარე.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, უწყების ცნობით, გასულ დღეს, ტელეგრამის რამდენიმე არხზე გავრცელდა წვევამდელების ფოტოები, რომლებიც სასწავლო პროცესის ფარგლებში ავტოგარბენს ასრულებენ.
აზერბაიჯანული მხარე კი ამით ცდილობს წარმოაჩინოს, როგორც ჯარების გადაადგილება საზღვრებისკენ, რაც სრული სიცრუეა.