სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ, ერთგვარი, საბოტაჟის განხორციელება - პრემიერი

31 მარტი 2024, 13:39 463 ნახვა

არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკო-ს ჩიხიდან გამოყვანას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არჩევნების მიმართ საბოტაჟის განხორციელებაა, შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია.

„არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკო-ს ჩიხიდან გამოყვანას. ამით, მან, საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია,“- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი