ინტერნეტ მედიის საკონსტიტუციო სარჩელი

28 მარტი 2024, 14:10 460 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება შ.პ.ს "საინფორმაციო ცენტრების ქსელის" სარჩელის განხილვა. მოსარჩელე იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის თანახმადაც, ინტერნეტ მედიას არ ეძლევა სასამართლო სხდომის გაშუქების შესაძლებლობა, როდესაც  საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს აღნიშნული უფლებამოსილებით.  

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა უზღუდავს ინტერნეტ მედიას შესაძლებლობას გადაიღოს და გააშუქოს  პირდაპირ ეთერში სასამართლო სხდომა, თუ ამ სხდომას არ აშუქებს არც  საზოგადოებრივი  და არც სხვა საეთერო მაუწყებელი.

სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას.

მოსარჩელის განმარტებით, ინტერნეტმედიასა და სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს გააჩნია სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალის მოპოვებისა და გავრცელების მსგავსი სამართლებრივი ინტერესი, სადავო ნორმა კი დისკრიმინაციულია. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი