ბალტიმორში ხიდის ჩაშლის რაიონში სამძებრო ოპერაცია გრძელდება

28 მარტი 2024, 08:01 616 ნახვა

აშშ-ის  სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სატვირთო გემი, რომელიც  ბალტიმორში საავტომობილო ხიდს შეეჯახა.

კატასტროფის  ახალი დეტალები მას  შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი „დალი“, რომელიც ბალტიმორის ნავსადგურიდან შრი-ლანკისკენ მიემართებოდა,  დაკარგა მანევრირების უნარი და ხიდის საყრდენ ბოძს შეეჯახა.

დარტყმის შედეგად ხიდის უმეტესი ნაწილი  მაშინვე დაინგრა, დაბლოკა სანაოსნო გზები და გამოიწვია ბალტიმორის პორტის განუსაზღვრელი დროით დახურვა.

შემთხვევის რაიონში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნაპოვნია ორი მუშის ცხედარი, ისინი მექსიკიდან და გვატემალიდან იყვნენ და ხიდზე სამუშაოს ასრულებდნენ. ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულად ამ დროისთვის 6 ადამიანი ითვლება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში