თორნიკე შენგელია ჩხუბის გამო დისკვალიფიცირებულია

28 მარტი 2024, 08:05 358 ნახვა

იტალიურმა სერია ა-მ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ვირტუს ბოლონიას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში თამაშიდან გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ ბრეშასთან გასვლით შეხვედრაში ერთმანეთს მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი ჯეისონ ბარნელი და ბოლონიას სერბი კალათბურთელი ოგნიენ დობრიჩი დაუპირისპირდნენ.

კონფლიქტში სათადარიგოთა სკამზე მყოფი ქართველი ფორვარდიც ჩაერთო, რომელმაც ბარნელს ხელი ჰკრა. იტალიის ლიგამ შენგელიას დასჯის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო და ამგვარად, თორნიკე მომდევნო შეხვედრაში მოედანზე ვერ ვიხილავთ.

საუბარია 1 აპრილს დაგეგმილ მატჩზე, რომელშიც იტალიის ჩემპიონატის ლიდერი ვირტუსი პისტოიას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი