თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანმა სამინისტროში ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა.
საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესსა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში ჩეხეთისა და სლოვაკეთის კონტრიბუციას.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.