ლონდონში ფერმერების საპროტესტო მსვლელობა მოეწყო 

26 მარტი 2024, 10:50 403 ნახვა

ბრიტანეთის პარლამენტის შენობის წინ    ტრაქტორების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. ფერმერები ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმებებს აპროტესტებენ.    

აქციის დროს გარკვეული დროით გადაიკეტა ქუჩები ლონდონის ცენტრში.

ფერმერები მთავრობისგან  სურსათის უფრო ზუსტი მარკირების უზრუნველყოფას  და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

მათ ასევე სურთ, რომ მთავრობამ შეწყვიტოს სავაჭრო შეთანხმებები, რომლებითაც, მათი თქმით, ნებადართულია სურსათის იმპორტი იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც უკანონოა  ბრიტანეთში და  ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში