მექსიკაში მიგრანტთა დაკავების ცენტრში მომხდარი ტრაგედიის წლისთავი აღნიშნეს

26 მარტი 2024, 08:01 377 ნახვა

მექსიკაში მიგრანტების დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის პირველი წლისთავი აღნიშნეს მიგრანტებმა და აქტივისტებმა. გვადალუპეს საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა  დაღუპულთა  სულებისთვის ილოცა.     

აქტივისტებმა მოითხოვეს, რომ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს. 

27 მარტს სიუდად-ხუარესში მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის  დაკავების ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა 40 მიგრანტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში