იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია სტუმრად პირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს ბრეშიას დაუპირისპირდა და 87:73 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. თორნიკეს თამაშის ნაადრევად დატოვება მოუწია. ქართველმა ფორვარდმა მეტოქესთან იჩხუბა, რის გამოც არბიტრმა გააძევა.
შენგელიას გუნდი 24 ტურის შემდეგ 17 მოგებითა და 7 მარცხით პირველ პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ევროლიგას, ვირტუსს 31 ტურში 17 მოგება და 14 მარცხი დაუგროვდა.
ბოლონიელები ამ დროისთვის მერვე ადგილზე არიან. იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსი პირველ აპრილს ასტორიას უმასპინძლებს.