ისრაელის არმია ხან იუნისში სამიზნეების განადგურების ვიდეოს აქვეყნებს

25 მარტი 2024, 14:04 382 ნახვა

ისრაელის არმიამ გაავრცელა ალ ამალში, დასავლეთ ხან იუნისში  საჰაერო თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა. თავდასხმის მიზანი  ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადურება იყო.  პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის განცხადებით, მისი ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა, როდესაც ისრაელის ტანკები  ხან იუნისში, ალ-ამალისა და ნასერის საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიებზე დაბრუნდნენ.

ისრაელის ჯავშანსატანკო  ჯარმა  ალყაში მოაქცია  ალ-ამალის ჰოსპიტალი და სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

32 ათას 226 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 84 ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხოლო 74 ათას 518 დაშავდა ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევების შედეგად მჭიდროდ დასახლებულ ღაზის სექტორში  7 ოქტომბრიდან მოყოლებული-მონაცემები  ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას განაახლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში