„ჩვენი მემკვიდრეობა„ - ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციაში თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და ბათუმის საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აჭარის რეგიონსა და თბილისში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კონფერენციის მიზანი ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობიერების ამაღლებაა, ღონისძიების დასასრულს მონაწილეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.