საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში გასული წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ დიასპორასთან მიმართებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებზე, რამაც ხელი შეუწყო როგორც დიასპორის ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევას.