დაუნის სინდრომის დღე – თორნიკე რიჟვაძე 26-ე სკოლაში იმყოფებოდა

21 მარტი 2024, 20:44 486 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. სკოლაში ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფები. ეტაპობრივად მიმდინარეობს ბათუმის N26 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში