გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, კარგად უნდა იყვნენ მომზადებული წევრობის მსურველი ქვეყნებიც და ევროკავშირიც - ევროკომისიის დოკუმენტი

21 მარტი 2024, 19:16 307 ნახვა

ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს. ამის შესახებ გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია.

როგორც ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ეს დოკუმენტი ხელს უწყობს შიდა რეფორმების განხილვის პროცესს, რომელიც ევროკავშირმა უნდა გაატაროს კავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

დოკუმენტი განიხილავს უფრო დიდ ევროკავშირს ოთხ ძირითად სფეროში: ღირებულებები, პოლიტიკა, ბიუჯეტი და მმართველობა, რითიც საფუძველი ეყრება გაფართოებისწინა პოლიტიკის მიმოხილვას. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფართოება თავად კავშირის სტრატეგიულ ინტერესებშია და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, კარგად მართული გაფართოების პროცესის სარგებელი ვრცელდება სხვადასხვა სფეროზე – გეოპოლიტიკურზე, ეკონომიკურზე, გარემოსდაცვითზე, სოციალურსა და დემოკრატიულზე.

„ამ სარგებლის რეალიზებისთვის ევროკავშირიც და წევრობის მსურველი ქვეყნებიც კარგად უნდა იყვნენ მომზადებული და გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. ეს მოითხოვს სრულ და მდგრად პოლიტიკურ ვალდებულებას, ჩართულობას, უპირველეს ყოვლისა, გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნებისგან, თავად ევროკავშირისგანაც. წინა გაფართოებებიდან მიღებული გაკვეთილების გამოყენებით და ჩვენი პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესებით, ჩვენ უკეთ ვემზადებით უფრო დიდი კავშირისთვის. აღსანიშნავია, რომ თანდათანობითი ინტეგრაცია გახდა მნიშვნელოვანი ელემენტი გაფართოების ქვეყნების მომზადებაში გაწევრიანებამდე საკმაოდ ადრე“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში