საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „აშშ და ევროკავშირი ცდილობენ თბილისი დააყენონ ცრუ დილემის წინაშე: ჩვენთან, ამ ჩვენ წინააღმდეგ“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, საქართველოში განვითარებული მოვლენები „ორმაგი სტანდარტების“ გამოყენების შედეგია. ლავროვის განცხადებით, რუსეთი განწყობილია საქართველოსთან ურთიერთობების „ნორმალიზაციით“ იმისდა მიხედვით, რამდენად არის ამისთვის მზად თბილისი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მოსკოვი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.