კონგრესმენების ერთობლივი განცხადება

04 იანვარი 2025, 11:55 167 ნახვა

დემოკრატი კონგრესმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან. ამის შესახებ კონგრესმენები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა უცხოური აგენტების კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“, - ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში