ბათუმში ზუბალაშვილის 37 ნომერში გვიან ღამით გაზი აფეთქდა. ჩამსხვრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულის ფანჯრები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის ბალონმა გამოიწვია.
ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.