ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა

21 მარტი 2024, 09:04 300 ნახვა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წვლილი სანოტარო სერვისებისა და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში. 

გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გაეცნოს ევროკავშირის ქვეყნების ნოტარიატების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ითვალისწინებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგპროგრამების განხორციელებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი