სამხრეთ სუდანში ექსტრემალური სიცხის გამო სკოლები დაიხურა

20 მარტი 2024, 08:03 546 ნახვა

სამხრეთ სუდანის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ექსტრემალური  სიცხის გამო საგაკვეთილო პროცესი შეაჩერეს.

სამხრეთ სუდანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება  ჰაერის ტემპერატურის არანორმალური ზრდის ფონზე მიიღო - ნათქვამია მოხსენებაში. ექსტრემალური სიცხის ტალღა, რომელმაც აღმოსავლეთ აფრიკას გადაუარა, სამხრეთ სუდანსაც შეეხო.

ბავშვებს ურჩევენ არ ითამაშონ ღია ცის ქვეშ, რათა თავიდან აიცილონ სითბური დარტყმა. სამხრეთ სუდანში ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით 41 გრადუსამდე მოიმატებს. ცხელი ამინდი  სავარაუდოდ, ორი კვირა შენარჩუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი