ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი ბათუმში

18 მარტი 2024, 15:09 522 ნახვა

საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ფილიალი დაფუძნდა ბათუმში. პროფკავშირი გააერთიანებს გიდებს, ტურისტულ კომპანიებში და ზოგადად, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. ისინი გეგმავენ აქტიურად ჩაერთონ როგორც საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, ასევე საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში. პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ინტერესების დაცვა. ისინი რამდენიმე ინიციატივაზე საუბრობენ, მათ შორისაა რეგულაციების დაწესება ტურისტულ საქმიანობაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც და გიდების სავალდებულო სერტიფიცირება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში