მექსიკაში გატაცებული ქართველები ისევ ტყვეობაში რჩებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ აქვს, უწყებაში დღესაც გვითხრეს, რომ საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.
30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც მოგვიანებით დატყვევებული ქართველების ვიდეო ჩანაწერიც მოჰყვა, რომელშიც ჩანს, რომ მათთან ერთად იმყოფებიან არასრულწლოვნებიც.
არსებული ინფორმაციით ისინი მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი სავარაუდოდ ნარკოკარტელებმა მძევლად აიყვანეს.