არჩევნები რუსეთში პროტესტის ფონზე

16 მარტი 2024, 14:24 305 ნახვა

მეორე დღეა საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს რუსეთში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, ამომრჩეველთა აქტიურობამ დღეს დილის მონაცემებით 36%-ს გადააჭარბა. პროცესი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ფონზე გრძელდება.

დილით ბელგოროდზე დრონებით თავდასხმას ქალაქის გუბერნატორის თქმით 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები და ვიდეოკადრები ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები. ამასთან, მოსახლეობის ნაწილი, პუტინის 24 წლიან მმართველობას და მისი კიდევ 6 წლით არჩევას ყველა შესაძლო ხერხით აპროტესტებს. პროტესტს სამართალდამცველები დაკავებით პასუხობენ. საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო პროტესტს არც დღეს ესწრებიან.

აფეთქებების სერიას გამოეხმაურა პუტინი, რომელმაც ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს „არჩევნების ჩაშლის მცდელობა უწოდა’’.

თავად პრეზიდენტმა კი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ონლაინ მისცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში