ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვთა მშობლები აქციას მართავენ. მთავარი მოთხოვნებია „შშმპ ბავშვთა რეაბილიტაციის ფარგლებში თერაპიების დამატება და აქვს თერაპია.
ასევე, ბოტოქსის პროცედურის და ოპერაციების სრული დაფინანსება, ითხოვენ სამინისტროებში სისტემური ცვლილებების განხორციელებასაც.
აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის და მიხეილ სარჯველაძის დაპირების მიუხედავად არ აქვთ მოლიდინი, რომ პრობლემები რომლებიც აწუხებთ მოგვარდება.
მიაჩნიათ, რომ პროცესებში არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ მთავრობის სრულად ჩართულობაა საჭირო.