მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 

15 მარტი 2024, 14:05 534 ნახვა

15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეა. საქართველოში სპეციალური კვირეული ტარდება. შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში. სტუდენტებს მომხმარებელთა უფლებები  კვირულის ორგანიზატორებმა გააცნეს, რომელთა შორისაც არიან კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და კომუნიკაციის სააგენტო,  სულ 6 უწყება.

მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული მეორედ იმართება. შეხვედრის მონაწილეებს დღეს უფლებებთან ერთად გააცნეს ასევე წიგნი სახელწოდებით “ მომხმარებლის დაცვის ევროპული და ქართული პრაქტიკა”.

კვირეულის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი