ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მეორე შესახვევში სატვირთო ავტომანქანა დაიწვა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილს ცეცხლი გუშინ გვიან ღამით შურისძიების ნიადაგზე წაუკიდეს. ავტომობილის მეპატრონე ირწმუნება, რომ ფაქტი ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც ხელვაჩაურში ე.წ შარაბიძეების დასახლებაში არასრულწლოვანი ანრი გოგიტიძე გარდაიცვალა. ზურაბ კახიძის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავედ მის შვილიშვილს მიიჩნევს. თავად გოგიტიძეების ოჯახი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბარში ირწმუნებიან, რომ ავტომობილის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.