ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთში

13 მარტი 2024, 18:23 271 ნახვა

ჩაქვში პარკის რეაბილიტაცია გრძელდება. მალე დასრულდება სოფელ ბუკნარში, სკოლის რემონტი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მთლიანად შენობას, მოეწყო სპორტული მოედანი და ამფითეატრი. სკოლისა და მის ირგვლივ ტერიტორიის განახლებისთვის მილიონ 600 ათასი ლარი იხარჯება. სასწავლო პროცესი განახლებულ სკოლაში სექტემბრიდან განახლდება. ქობულეთის სოფელ ხალაში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ბუნებრივი აირით 205 აბონენტი ისარგებლებს. ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობამ გაავრცელა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში