თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

12 მარტი 2024, 20:37 402 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, რამილ უსუბოვს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი