შვეიცარიის მთებში დაკარგული ექვსი მოთხილამურიდან 5-ის ცხედარი იპოვეს. მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ზღვის დონიდან 3 ათას 706 მეტრის სიმაღლეზე, მთა ტეტ-ბლანშზე მიმდინარეობს.
მეექვსე მოთხილამურის სამძებრო სამუშაოები შეფერხებულია. სამუშაოს ძალიან ძლიერი ქარი, თოვა, ზვავსაშიშროება და ნულოვანი ხილვადობა ართულებს.
ყველა დაღუპული შვეიცარიის მოქალაქეა და მათი ასაკი 21-დან 58 წლამდეა. პოლიციის განცხადებით, ექვსი მოთხილამურიდან 5 ერთი ოჯახის წევრია.