საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 2024 წლის 12 მარტის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, დაგეგმილია გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები.
მათი ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, გვირაბის დასავლეთის მიმართულებაზე მორიგეობით.
„ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ცალმხრივ რეჟიმში გადაადგილებას და საავტომობილო ნაკადების რეგულირებას უზრუნველყოფს შპს „არალი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.