თურქეთი მზად არის უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მან ვოლოდიმირ ზელენსკის გაუზიარა მოსაზრება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თურქეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
თავის მხრივ, ზელენსკის განცხადებით, თურქეთთან სხვადასხვა შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის არის ერთობლივი თავდაცვის პროექტებიც.