აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ხელს მოაწერს TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს, თუ მას კონგრესი დაამტკიცებს. ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვას მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერიც, მაიკ ჯონსონი.
საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს ყოფილი პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, TikTok-ის აკრძალვა, კონკურენტ სოციალურ ქსელს „ფეისბუქს“ დაეხმარება.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანიას მოუწოდა უარი თქვას ტიკტოკზე, ან შტატებში საქმიანობა აეკრძალება.