უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით - ბაიდენი

08 მარტი 2024, 11:05 398 ნახვა

უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ უკრაინის გვერდით დავდგებით - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის რუსეთი მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ქაოსს თესავს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, ის ამას არ გააკეთებს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აღმაშფოთებელი, სახიფათო და მიუღებელია, როცა წინამორბედი რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი პუტინს ეუბნება, რომ შეუძლია გააკეთოს, რასაც მოისურვებს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი